დღე 1.
პირველ დღეს განვსაზღვრეთ ტრენინგის მოლოდინები. გავეცანით ინტელის ძირითად კურსს; 21-ე საუკუნის უნარებს. შევქმენით პროექტის პორტფოლიო. დავგეგმეთ სასწავლო ღონისძიებები. შევქმენით ბლოგი, დავწერეთ რეფლესია.
დღე 2.
გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოს. დავგეგმეთ პუბლიკაცია და ვიმუსავეტ მის გამოცემაზე.
დღე 3.
წინა დღის გახსენების შემდეგ დავადგინეთ საგნობრივი სტანდარტი, შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები. გავიაზრეთ და შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
დღე 4.
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხები, მისალმება, წინა დღის გახსენება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმების განხილვა. დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა.
დღე 5.
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას პედაგოგიური პრაქტიკას: სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების
მიღწევას მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევას. საავტორო უფლებებს. გავეცანით წყაროს ციტირებას.
დღე 6.
ტრენინგზე წინა დღის გასენების შემდეგ ვისაუბრეთ უკუკავშირის გამოყენების შესახებ. გავაუმჯობესეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესახებ.
დღე 7.
გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს და გავიზრეთ საკითიხი. გავიაზრეთ სწავლის პროცესის დიფერენცირები აუცილებლობა. ვიმუშავეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებზე. შევქმნეით რესურსები მოსწავლეებისთვის.
დღე 8.
გავეცანით ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს; ფასილიტაციის რესურსების შემუშავებას და მასალების შექმნას. დავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა. ვიმსჯელეთ წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე.
დღე 9.
წინა დღის გახსენების შემდეგ გადავხედეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს. მოვახდინეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაცია. მსმენელებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის პორტფოლიოები. შევაფასეთ სატრენინგო კურსი. შევაჯამეთ ტრენინგის მუშაობა.
ტრენინგი იყო საინტერესო.
მიღებულ ცოდნას და უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ პროფესიულ საქმიანობაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий